ტურიზმის მენეჯმენტი
ტურიზმის მენეჯმენტის პრაქტიკული კურსი დასაქმების პერსპექტივით
ხანგრძლივობა
6 კვირა
საათები
24 საათი
დასაწყისი
4 ოქტომბერი
დასასრული
10 ნოემბერი
ოთხშაბათი
19:00-21:00
პარასკევი
19:00-21:00
სრული საფასური
648 ლარი
ანგარიშსწორების ბოლო ვადა
29 სექტემბერი
პროგრამის მონაწილეები პროგრამა განკუთვნილია როგორც არსებული სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ასევე მოქმედი სპეციალისტებისთვის.
პროგრამის მიზანი ცოდნის გაღრმავება ტურისტულ ინდუსტრიაში. არსებული სექტორის პოტენციალის დადგენა და გამოყენება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
პროგრამის შედეგები მონაწილეები გაეცნობიან ტურისტული ორგანიზაციის ფუნქციონირების სპეციფიკას. შეისწავლიან არსებულ რესურსებსა და ინფრასტრუქტურას, რაც მისცემთ საშუალებას უკეთ დაინახონ საქართველოს ტურისტული პოტენციალი. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ რეალურ გარემოში შეადგინონ ტურები, შეიმუშავონ გაყიდვების გეგმა, რომ შემდეგ მოახდინონ საკუთარი სერვისის რეალიზება.
პროგრამის პრერეკვიზიტი პრერეკვიზიტი არ არის გათვალისწინებული. სასურველია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა.
სასწავლო კურსის მოკლე შინაარსი ტურისტული კომპანიის მენეჯმენტი; ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობა, რესურსები და სამომავლო პერსპექტივები; წარმატებული ავიაკომპანიის, ფუნქციონირება და საქმიანობა; სასტუმროების მენეჯმენტი; მეგზურის ფუნქციები; ტურიზმი 21-ე საუკუნეში; ტურისტული სერვისების მარკეტინგი; გაყიდვებისა და ეფექტური კომუნიკაციის როლი ტურისტულ სექტორში; ბლოგი, ფოტო და ღირშესანიშნაობების უკეთ აღქმის ხელოვნება; გამსვლელი და შემომსვლელი ტურების ორგანიზება (ეკოტურიზმი, საგანმანათლებლო ტურიზმი, ემპირიული ტურიზმი, სპორტული ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი და სხვა).
პროგრამის საფეხური სასერთიფიკატო კურსი (ინგლისურენოვანი სერთიფიკატი)
პროგრამის სრული საფასური 648 ლარი (შესაძლებელია 2 ტრანშად გადახდა, კურსის დაწყებამდე და 3 კვირის დასრულებამდე)
ლექტორები
ვაკო გეგიძე

ვაკო გეგიძე

მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტი
DIGITALMATE-ის აღმასრულებელი დირექტორი. „GPN Data Group International“-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი 2016-2017 წლებში. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინტერნეტ-მაღაზიის „Foodpanda“-ს გაყიდვების დირექტორი (2015-2016). ბიზნეს კონსულტანტი და გაყიდვების მენჯერი - "Red Bull", "Imedi L", "ბადაგონი" და სხვა.
გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. არაერთი შემეცნებითი და საგანმანათლებლო გადაცემის ავტორი. “დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის” თავმჯდომარე.
ბიძინა ქუმსიაშვილი

ბიძინა ქუმსიაშვილი

გაყიდვებისა და კომუნიკაციის სპეციალისტი
ტურისტული კომპანია "გუდ თრეველის" ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი. "ტურიზმის განვითარების ცენტრის" დამაარსებელი. NX აკადემიის მმართველი პარტნიორი. "ქართული ფონდის" დამაარსებელი დირექტორი. ათამდე კომპანიის მრჩეველი/კონსულტანტი გაყიდვებსა და კომუნიკაციაში. კომუნიკაცის მეცნიერების ლექტორი პენსილვანიის უნივერსიტეტში 2013-2014 წლებში.
გოგა ჩანადირი

გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი
კინოსცენარისტი, ფოტოგრაფი და მოგზაური. თანამშრომლობს არაერთ გამოცემასთან. მისი ფოტოარქივი უკვე 5 000 000 ფოტოს ითვლის. აღბეჭდავს მოვლენებს რათა შეუნახოს ისტორიას. ფოტოგრაფიაში დოკუმენტალისტიკის მიმართულებით მოღვაწეობს.
მაკა მაქაცარია

მაკა მაქაცარია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი
2014 წლიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ტურიზმის ხელშეწყობის უფროსი სპეციალისტი. 2012 წლიდან სასტუმრო "მარკო პოლო"-ს მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ირაკლი კუცია

ირაკლი კუცია

სერთიფიცირებული გიდი
გიდების ასოციაციის სერტიფიცირებული გიდი. USAID-ის დაფინანსებული პროექტის, სოციალური ჩართულობის 10 ცენტრის ხელმძღვანელი 2015-2017. მშვიდობის კორპუსის კოორდინატორი 2007-2013.
პავლე თვალიაშვილი

პავლე თვალიაშვილი

CISV საქართველო - დამაარსებელი და პრეზიდენტი
ტრენერი, EMT- ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ტრენერი და კონსულტანტი პერსონალის და პერსონალური მენეჯერების, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორისათვის, 18 წლიანი გამოცდილებით. დამაარსებელი და დირექტორი EMT – განათლებისა და მართვის გუნდში.
გაბრიალ მელივა

გაბრიალ მელივა

ჰოსტელ პინის დამფუძებელი
ფოტორატორის დამფუძებელი და დირექტორი. მემოგრამის დამფუძებელი და დირექტორი. ის აგრეთვე მუშაობდა საქართველოს ბანკის უფროსი კორპორატიული ბანკირის თანამდებობაზე 2009 - 2014 წლებში.
პროგრამის შესახებ
▸ სასწავლო კურსის უპირატესობები
5D პრინციპი
დერეგულაცია
დებიუროკრატიზაცია
დემონოპოლიზაცია
დეცენტრალიზაცია
დეკონცენტრაცია
მეთოდები
აკადემიის კურსები ბაზირებულია დინამიურ (Dynamic Learning) და პრობლემაზე ორიენტრიებულ (PBL) სასწავლო მეთოდოლოგიებზე. კურსანტები სტუმრობენ უმსხვილეს კომპანიებსა და ტურისტულ ცენტრებს საქართველოს მაშტაბით – პირადად ხვდებიან აღნიშნული სფეროს წამყვან სპეციალისტებს და მათგან ისმენენ ლექციებს.
პროგრამა
სასწავლო პროცესი დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ქალაქგარე აქტივობებით. ტყუპების საღვინე სახლში დაათვალიერებენ ძველ მარანს, ახალ წარმოებას, ქვევრისა და ღვინის მუზეუმს. როიალ ბატონში სტუმრობისას დააგემოვნებენ პრემიუმ კლასის ღვინოებს, ისარგებლებენ არსებული იმფრასტრუქტურით და სხვა.
გასვლითი ტრენინგები
ხელოვნების სასახლე; სასტუმრო “როიალ ბატონი"; ტყუპების ძველი მარანი.
პარტნიორი ორგანიზაციები
▸წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ აღნიშნულ ორგანიზაციებში
პროგრამის განრიგი
▸ სასწავლო კურსის შეხვედრების საათები, თარიღები და რაოდენობა
დეტალური განრიგი გადმოწერა
რეგისტრაცია და საფასური
▸ სასწავლო კურსის საფასური, ტრანშების რაოდენობა და რეგისტრაცია
პროგრამის სრული საფასური 648 ლარი
ხარჯები პროგრამის საფასურში შედის სასწავლო კურსთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯები
ანგარიშსწორების ბოლო ვადა 29 სექტემბერი 2017
საკონტაქტო პირი +995 558 33 44 07