ტურიზმის მენეჯმენტი 2.0
▸ტურიზმის მენეჯმენტის პრაქტიკული კურსი დასაქმების პერსპექტივით
ხანგრძლივობა
6 კვირა
საათები
24 საათი
დასაწყისი
23 ოქტომბერი
დასასრული
30 ნოემბერი
სამშაბათი
19:30-21:00
ხუთშაბათი
19:30-21:00
პირველი ტრანში
374 ლარი
სრული საფასური
748 ლარი
მიმოხილვაშინაარსიგანრიგისაფასური
უ თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამთ ამ სფეროში; არ გაქვთ სასწავლო ან სამუშაო გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით; გსურთ გაიგოთ მეტი; გახადოთ თქვენი კომპანია მეტად წარმატებული; გაიზიაროთ სხვისი გამოცდილება; დაამყაროთ პირდაპირი კონტაქტები - ეს კურსი თქვენთვისაა! ტრენიგნები ჩატარდება სასტუმრო IOTA-ში და სასტუმრო Gallery Palace-ში, გასვლითი ტრენინგი ჩატარდება სასტუმრო როიალ ბატონში, კახეთში, მოხდება ვიზიტი "მეღვინეობა ხარებაში", ღვინის მუზეუმში და ღვინის დეგუსტაცია და ვახშამი "ღვინის მარან ტყუპებში". კურსის უპირატესობები: სასწავლო პროცესს გაუძღვებიან, ტურიზმის სფეროში გამოცდილი და წარმატებული პროფესიონალები, რომლებიც წარმოადგენენ ტურისტულ ბაზარზე არსებულ წამყვან კომპანიებს. ასევე კურსის მონაწილეებს საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ ცნობილი ქართველი მოგზაურ-ისტორიკოსები და ფოტოგრაფები. მონაწილეები სასტუმრო "როიალ ბატონში", "ტყუპების საღვინე სახლსა" და "მეღვინეობა ხარებაში" სტუმრობისას გაეცნობიან სასტუმროს მენეჯმენტის პრინციპებსა და ღვინის დაყენების მრვალაფეროვან ტრადიციებს, თავად შეიგრძნობენ ამ მხარის მზარდ ტურისტულ პოტენციალს. საფასურში შედის ტრენინგთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯები: ტრანსპორტირება კახეთში, შესვენებები ყავაზე, სადილი, პრემიუმ კლასის ღვინოების დეგუსტაცია. ➥ დამატებითი ინფორმაცია: ტრენინგები გაიმართება ქართულ ენაზე, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ბეჭდით დამოწმებული ორენოვანი სერთიფიკატი.
  • ტურისტული კომპანიის მენეჯმენტი; ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობა, რესურსები და სამომავლო პერსპექტივები
  • სოციალური მედიის მენეჯმენტი და ციფრული მარკეტინგი.
  • სასტუმროების მენეჯმენტი;
  • მეგზურის ფუნქციები;
  • ტურიზმი 21-ე საუკუნეში.
  • ტურისტული სერვისების მარკეტინგი;
  • გაყიდვებისა და ეფექტური კომუნიკაციის როლი ტურისტულ სექტორში
  • კორპორატიული მართვა
  • გამსვლელი და შემომსვლელი ტურების ორგანიზება (ეკოტურიზმი, საგანმანათლებლო ტურიზმი, ემპირიული ტურიზმი, სპორტული ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი და სხვა).
  • პერიოდი: 6 კვირა, 23.10.2018 – 30.11.2018.
  • ტრენინგები და სასწავლო ვიზიტები: 12 შეხვედრა
  • ხანგრძლივობა: 24 საათი, სამშაბათი, ხუთშაბათი 19:30 – 21:00.
  • პროგრამის სრული საფასურია: 748 ლარი.
  • პირველი ტრანშის რაოდენობა: 374 ლარი.
  • ანგარიშსწორების ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი.
პროგრამის საფასურში შედის სასწავლო კურსთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯი.
მოწვეული სპეციალისტები
ანდრო დგებუაძე

ანდრო დგებუაძე

ბიზნეს კონსულტანტი, ლექტორი და ტრენერი
თორნიკე ზირაქიშვილი

თორნიკე ზირაქიშვილი

ტურიზმის ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო დეპარტამენტის უფროსი
თამარ გულედანი

თამარ გულედანი

სასტუმრო რამადა ენკორის გენერალური დირექტორი
ვაკო გეგიძე

ვაკო გეგიძე

DIGITALMATE-ის მართველი პარტნიორი; გაყიდვებისა და მარკეტინგის კონსულტანტი ტრენერი
ირაკლი კუცია

ირაკლი კუცია

გიდების ასოციაციის სერთიფიცირებული გიდი; ტურისტული კომპანია Georgia Stride-ის დამფუძნებელი
ლაშა თვალაბეიშვილი

ლაშა თვალაბეიშვილი

ეუროსერტის წარმომადგენელი საქართველოში; ხარისხის მენეჯმენტის კონსულტანტი
თამარ გულბიანი

თამარ გულბიანი

ტურისტული კომპანია Travelling Heritage-ის მართველი პარტნიორი; ტრენერი და კონსულტანტი ტურისტული სააგენტოს მენეჯმენტში
დიმიტრი შველიძე

დიმიტრი შველიძე

სასტუმრო რივერსაიდის და ტიფანი ბარის დირექტორი
ინგა მუმლაძე

ინგა მუმლაძე

სასტუმრო "ამერი პლაზას" გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი; ი.ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი
თამარ კუბლაშვილი

თამარ კუბლაშვილი

შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი; სასტუმრო "გალერი პალასის" გაყიდვების დირექტორი
ბიძინა ქუმსიაშვილი

ბიძინა ქუმსიაშვილი

Gault & Millau-ს წარმომადგენელი საქართველოში; NX აკადემიის მართველი პარტნიორი
პროგრამა
▸ სასწავლო კურსის უპირატესობები
5D პრინციპი
დერეგულაცია
სახელმწიფოსა და ბიზნესისთვის არაეფექტური და რუდიმენტული ფუნქციების მოცილება. მოქალაქეებისა და მომხმარებლების განთავისუფლება არასაჭირო პროცედურებისგან. ბიზნეს აქტივობებზე სახელმწიფო კონტროლის შემცირება.
დებიუროკრატიზაცია
ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება. პროაქტიული სერვისების ხელშეწყობა. ბიუროკრატია უნდა იყოს განვითარების საშუალება და არა პრობლემა.
დემონოპოლიზაცია
ნებისმიერი სახის მონოპოლიების გაუქმება. კონკურენტული სფეროების განვითარება და თავისუფალი ბაზრის ხელშეწყობა. ექსკლუზივების მინიმიზაცია.
დეცენტრალიზაცია
ცენტრალური მმართველობის ორგანოდან ფუნქციების გადანაწილება ადგილობრივი მთავრობისთვის/ორგანოებისთვის. აუთსორსინგის კომპონენტის განვითარება და სახელმწიფო სერვისების კერძო სექტორზე გატანის ხელშეწყობა.
დეკონცენტრაცია
ძალაუფლების გადანაწილება. უფლებამოსილებები არ უნდა იყოს კონცენტრირებული ერთი უწყების/ორგანოს ქვეშ.
მეთოდები
აკადემიის კურსები ბაზირებულია დინამიურ (Dynamic Learning) და პრობლემაზე ორიენტრიებულ (PBL) სასწავლო მეთოდოლოგიებზე. კურსანტები სტუმრობენ უმსხვილეს კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს – პირადად ხვდებიან წარმატებულ ლიდერებს და მათგან ისმენენ ლექციებს.
პროგრამა
სასწავლო პროცესი დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ქალაქგარე აქტივობებით. კახეთის რეგიონში ტურის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან სხვადასხვა ისტორიულ ადგილებს, ტყუპების საღვინე სახლში დაათვალიერებენ ძველ მარანს, ახალ წარმოებას, ქვევრისა და ღვინის მუზეუმს და მეღვინეობა ხარებაში ჩაუტარდებათ გაცნობითი ღვინის ტური ღვინის გვირაბში.
გასვლითი ტრენინგი
▸ მეღვინეობა ხარება; სასტუმრო როიალ ბატონი;ტყუპების ძველი მარანი და სხვა.
პარტნიორები
▸ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალი.
განრიგი
▸ სასწავლო კურსის შეხვედრების საათები, თარიღები და რაოდენობა
დეტალური განრიგი გადმოწერა
რეგისტრაცია და საფასური
▸ სასწავლო კურსის საფასური, ტრანშების რაოდენობა და რეგისტრაცია
პროგრამის სრული საფასური 748 ლარი (შესაძლებელია თანხის 2 ტრანშად დაყოფა)
პირველი ტრანშის რაოდენობა 374 ლარი
ხარჯები პროგრამის საფასურში შედის სასწავლო კურსთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯები
ანგარიშსწორების ბოლო ვადა 21 ოქტომბერი 2018
საკონტაქტო პირი +(995)599075756
კურსდამთავრებულები
▸ აკადემიის კურსდამთავრებულებულები ტრენინგების შესახებ
NX აკადემია გაძლევს საშუალებს განვითარდე პიროვნულად და დაიწყო კარიერული მიზნების წარმატებით მიღწევა. ამ პროცესში მთელი გუნდი და მათი მოწვეული ცნობილი ტრენერები ბოლომდე გეხმარებიან. ვთვლი, რომ ტრენინგების მიმდინარეობისას შევიძინე საუკეთესო მეგობრები.
მარიამ შარიქაძე
ლიდერობისა და მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდების კურსმა სრულიად ახლებურად დამანახა ბიზნესისა და გუნდის მართვის ხელოვნება. სასწავლო პროგრამის გავლისას შევიძინე ბიზნეს პარტნიორები. ვფიქრობ წოდორეთის რანჩოზე სწავლა და გართობა შესანიშნავად შევუთავსეთ ერთმანეთს.
არჩილ კალანდაძე
NX-ში გავლილმა მენეჯმენტის კურსმა საშუალება მომცა გამეფართოვებინა ჩემი საკონტაქტო წრე. შევხვდი ბიზნესმენებს, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ ქართულ ბიზნეს ელიტას. თითოეულთან შეხვედრა იყო უაღრესად საინტერესო და შთამაგონებელი.

მზიკო გაბრუაშვილი