test 99

მიმოხილვაშინაარსისარგებელიგანრიგისაფასური
ქვენი და თქვენი ორგანიზაციის ინოვაციის უნარი არის ძლიერი კონკურენტული უპირატესობა. წარმატებული ინოვაციისთვის აუცილებელია ცვლილებების ფენომენში გარკვევა. იცოდეთ როგორ ხდება ცვლილებები და გაიგეთ როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი.

პროგრამა განკუთვნილია მოქმედი მენეჯერებისთვის, რომლებიც ხელმძღვანელობენ ან მონაწილეობენ ორგანიზაციის ცვლილებების ინიციატივებში. პროგრამის მიზანია მონაწილეების ლიდერული პოტენციალის მაქსიმიზაცია და ცვლილებების მართვის უნარის განვითარება.

პროგრამისგან მიღებული ლიდერული უნარები სასარგებლოა,როგორც კომერციული ორგანიზაციის პროექტების ხელმძღვანელებისთვის, აგრეთვე არაკომერციული ორგანიზაციის, საგანმანათლებლო ინსტიტუტების და სამთავრობო უწყებების მენეჯერებისთვის.მაღალინტერაქტიული 2 კვირიანი პროგრამის გავლით ღრმად შეისწავლით ცვლილებების ბუნებას. გაიგებთ თუ რატომ არის ცვლილება ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რატომ ხდება რომ მრავალი კარგი პროექტის ინიციატივა არის განწირული წარუმატებლობისთვის.

გულმოდგინეთ დაგეგმილ ამ პროგრამაში, რომელიც მოიცავს პრეზენტაციების სერიას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ქეისების შესწავლასა და ჯგუფურ განხილვებს თქვენ ჩაწვდებით კავშირებს კულტურების, ცვლილებების მენეჯმენტსა და ინოვაციას შორის. აღნიშნული პროცესი შესაძლებლობას მოგცემთ თქვენი იდეები გადაიყვანოთ პრაქტიკულ მოქმედებებში, რომელსაც აქვთ გრძელვადიანი შედეგები.

  • ინოვაციების კონსტრუირება და მოდელირება.
  • პროექტი როგორც ცვლილებების ძრავი.
  • ცვლილებების წინააღმდეგობების დაძლევა.
  • ნდობის კონსტრუირება და შენარჩუნება.
  • ხელსაყრელი შემთხვევების მაქსიმიზაცია
  • გამოწვევების იდენტიფიცირება და გამოაშკარავება ადრეულ საფეხურზე.
  • საუკეთესო სტრატეგიისა და ტაქტიკის შერჩევა სხვადასხვა სახის ცვლილებებისთვის.
  • ცვლილებების აგენტების იდენტიფიცირება და ორგანიზაციის მომზადება მომავალი გამოწვევებისთვის.
  • წარმატებით უხელმძღვანელოთ გრძელვადიან პოზიტიურ ცვლილებებს თქვენს ორგანიზაციაში.
  • განავითაროთ ორგანიზაციული კულტურა და საოპერაციო პროცესები, რომლებიც ხელს უწყობენ ინოვაციას.
  • გაზარდოთ უკუგება ინვესტიციაზე (ROI) და შექმნათ ღირებულება (Value) ცვლილებების მართვის გზით.
  • ინიციატივების განხორციელების დაწყება შესაბამის დროს შესაბამისი მიზეზებით.
  • ხელსაყრელი შემთხვევების მაქსიმიზაცია
  • ცვლილების დაწყება სამოქმედო გეგმის მიხედვით.
  • პროგრამის სრული საფასურია: 14,850 ლარი.
  • პირველი ტრანშის რაოდენობა: 7,425 ლარი.
  • ანგარიშსწორების ბოლო ვადა: 2 ოქტომბრი.
  • პროგრამის სრული საფასურია: 14,850 ლარი.
  • პირველი ტრანშის რაოდენობა: 7,425 ლარი.
  • ანგარიშსწორების ბოლო ვადა: 2 ოქტომბრი.
ხარჯები: პროგრამის საფასურში შედის სასწავლო კურსთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯები გარდა სავიზო მოსაკრებელისა.
გადასახადი ითვალისწინებს: სავიზო კონსულტაციას, მოსაწვევს ვიზისთვის, ორმხრივ ავიაბილეთს (თბილისი-ჩიკაგო-თბილისი), სამოგზაურო დაზღვევას, ტრანსფერებს, საცხოვრებელ აპარტამენტს ჩიკაგოს ცენტრში (Downtown), კვებას (დღეში 3 ჯერ), ტრენინგს (50 საათი), ღია სამუშაო ოფისს პრაქტიკული დავალებებისთვის აშშ-ს N1 ტექნოლოგიურ და სამეწარმეო ცენტრში – 1871 (1871.com), ტურს ვერტმფრენით (ცათამბჯენების მონახულება), “არქიტექტურის ტურს” მდინარეზე (ჩიკაგოს ღირშესანიშნაობების მონახულება), გიდის მომსახურება, კრუიზი მიჩიგანის ტბაზე, ვიზიტი ჩიკაგოს Skydeck-ზე, ისტორიული Gangster Tour, Sound-Bar Chicago-ს ბილეთები (ღამის კლუბი, ელექტრონული მუსიკა).
Share

კომენტარები

Theme developed by TouchSize - Premium WordPress Themes and Websites