შენახული კოდი 96

სასწავლო კურსის დასახელება
სასწავლო კურსის დასახელება
სასწავლო კურსის სტატუსი
ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი მენეჯერებისა და მომავალი ლიდერებისთვის. ასაკი – შეუზღუდავი
სასწავლო კურსის მიზანი
ახალგაზრდების ინოვაციური პოტენციალის მხარდაჭერა და მართვის უნარების განვითარება მათი შემდგომში “ცოდნის საზოგადოებაში” ინტეგრაციის მიზნით. მართვის სისტემების რეფორმაციისა და ტრანსფორმაციის ხელშეწყობა როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში.
სასწავლო კურსის შედეგები
აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ მონაწილე ფლობს ინფორმაციას თანამედროვე მენეჯმენტში არსებული ყველა აპრობირებული პრაქტიკის შესახებ. შეუძლია სრულფასოვანი პროექტის დაგეგმვა და წარმატებით განხორციელება. ესმის, განიხილავს, იყენებს და ნერგავს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს მართვის კუთხით. ქმნის გეგმას საკუთარი ლიდერული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. ესმის ეფექტური ლიდერისა უკუკავშირის მნიშვნელობა. შეუძლია პროდუქტიული გუნდის შექმნა და მისი მოტივაცია, ორგანიზაციული პოლიტიკისა და სტრატეგიების შემუშავება, ურთიერთობების დამყარება პროფესიული მიზნების მისაღწევად, ეფექტური ხელმძღვანელობა კონფლიქტისა და კრიზისის დროს და ავთენტური ლიდერული სტილის ადაპტაცია.
სასწავლო კურსის პრერეკვიზიტი
პრერეკვიზიტი არ არის გათვალისწინებული. სასურველია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა.
სასწავლო კურსის მოკლე შინაარსი
ლიდერი 360°. ლიდერის უნარ-ჩვევები. ლიდერის 7 აუცილებელი თვისება. ეფექტური ლიდერი და თავდაჯერებულობა შესაძლებლობებში. თვითანალიზი. თვითკონტროლი. თვითმოტივაცია. გუნდის წევრების შერჩევა, მართვა და დელეგირება. ცვლილების მენეჯმენტი. ჰორიზონტალური, ვერტიკალური დეცენტრალიზებული და დისტრიბუციული მართვის სისტემები. ბლოკჩეინის ტექნოლოგია. ინტელექტისა (IQ ) და ემოციურობის (EQ) კოეფიციენტი. კომფორტის ზონა. მოტივაცია და დემოტივაცია. სანაცნობო ქსელის გაფართოვება. დროისა და კონფლიქტების მართვა. მიკრო და მაკრო მენეჯმენტი. პროექტების მართვა.
სასწავლო კურსის საფეხური
სასერთიფიკატო კურსი (ინგლისურ ენოვანი სერთიფიკატი)
Share

კომენტარები

Theme developed by TouchSize - Premium WordPress Themes and Websites